ფოთში, ფონდ ,,ბილივის“ ორგანიზებით საახალწლო კამპანია - ,,გჯეროდეს სიკეთის” მიმდინარეობს

ფოთში, ფონდ ,,ბილივის“ ორგანიზებით საახალწლო კამპანია - ,,გჯეროდეს სიკეთის” მიმდინარეობს.

კამპანია მრავალშვილიანი ოჯახების და სოციალურად დაუცველი პირების დასახმარებლად ხორციელდება. ბენეფიციარებს სხვადასხვა სახის სათამაშო, საჩუქრები, ტკბილეული და პროდუქტების კალათები უკვე გადაეცათ.

„წლებია , რაც ფონდი“ ბილივი“ ახალი წლის დღეებში ასე ანებივრებს სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ჩემს შვილებს „ბილივის“ ოფისში მისვლა სულ უხარიათ, რადგან იქ თბილი, სასიამოვნო გარემო და მოსიყვარულე ადამიანები ხვდებათ. „ბილივი“ - ეს არის ადგილი, სადაც ბავშვებზე ზრუნავენ. ამ ფონდის თითოეული წევრი არის საუკეთესო. მადლობა „ბილივის“ მეგობრებს ასე ენთუზიაზმით, რომ ერთვებიან სიკეთის კამპანიაში და საახალწლო განწყობას უქმნიან სოციალურად დაუცველ პატარებს და მათ ოჯახებს”, - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.

„ბილივის“ ინფორმაციით, საერთო ჯამში, საახალწლო კამპანიამ 50-მდე ადამიანი მოიცვა.

ცნობისთვის, „გჯეროდეს სიკეთის“ - ფონდ ,,ბილივის“ ყოველწლიური საახალწლო კამპანიაა. იგი ფონდის მეგობრების, კერძო კომპანიებისა და ინდივიდუალური შემომწირველების ჩართულობით მე-10 წელია ხორციელდება. საახალწლო კამპანია ,,გჯეროდეს სიკეთის“ 30 დეკემბერს დაიწყო და 14 იანვარს, ძველით ახალ წელს, დასრულდება.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება