შალვა პაპუაშვილი - ეს არის კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ და სინამდვილეში, ქართველი ფსევდოლიბერალები არიან მაუზერიანი ბოლშევიკების რეინკარნაცია თანამედროვე ეპოქაში, რომელთაც ერთი სული აქვთ გუმბათები მოანგრიონ ქართულ ეკლესიას

შობის ღამიდან მოყოლებული რასაც ვხედავთ, ფაქტობრივად, ეს არის დაგეგმილი კამპანია რელიგიური კონფესიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს რელიგიური კონფესიის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიაა.

„მინდა, ზოგადი კომენტარი გავაკეთო იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელსაც შობის ღამიდან ვადევნებთ თვალყურს. რასაც ვხედავთ, ფაქტობრივად, ეს არის დაგეგმილი კამპანია რელიგიური კონფესიის წინააღმდეგ. ეს რელიგიური კონფესია ჩვენს ქვეყანაში არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც არის ყველაზე დიდი რელიგიური ორგანიზაცია. ეს არის ეკლესია, რომელიც კონსტიტუციის მიერ არის აღიარებული, როგორც საქართველოს ისტორიაში და განვითარებაში განსაკუთრებული როლის მქონე რელიგია. სწორედ ამ რელიგიური კონფესიის წინააღმდეგ მიდის კამპანია, რომელიც ჩანს, რომ იყო წინასწარ დაგეგმილი. ფაქტია, რომ შობის აღნიშვნის დღესთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ პირდაპირი ისტერიული მცდელობა, რომ სამოქალაქო პირები, ენჯეოს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები, სხვა დროს სეკულარიზმს რომ ქადაგებენ, ჩაერიონ საეკლესიო კალენდრის განსაზღვრებაში. რაც არის მათივე პრინციპებიდან გამომდინარე, წითელი ხაზების გადასვლა და ჩარევა ეკლესიის შიდა საკითხებში. ერთი, რომ საეკლესიო კალენდრის სპეციალისტი აღმოჩნდა რატომღაც ყველა ენჯეოს წარმომადგენელი და პოლიტიკოსი, მეორე - უცებ ყველა იკონოგრაფიის სპეციალისტებიც აღმოჩნდა. ჩვენ ვნახეთ, რომ მათ შორის ეკლესიის მხრიდანაც იყო განცხადება, რომ ეს ხატი უკვე თვეებია, თუ წლებია, რაც იქ არის.

დიდი ალბათობით, ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში, როგორც ყოველთვის, ასეთ ანტიქართულ საქმეებში გიორგი კანდელაკი გამოირჩევა და ვნახეთ, რომ მან დაიწყო ეს კამპანია და „სოვლაბმა“. ესეც ცალკე ისტორიაა, რომ გიორგი კანდელაკი ახლა "ენჯეოშნიკად" გვევლინება და „სოვლაბის“ სახით საუბრობს. ეს იყო დაგეგმილი კამპანია. დაგეგმეს, რომ შობის საღამოსთვის ისტერია აეტეხათ სოციალურ ქსელში, როგორც აკეთებენ ხოლმე ამ ყველაფერს, რათა ის დღესასწაული, რომელიც უნდა ეზეიმა ქართველ ხალხს, ჩაეშხამებინათ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ყველამ უნდა ვიცოდეთ, თუ ვინ დგას პატრიარქზე და ეკლესიაზე თავდასხმის უკან.

„სინამდვილეში, მათ არც ის აინტერესებთ, შობა რომელ დღეს აღინიშნება, ისინი არც 25-ში აღნიშნავენ და არც 7-ში, სანთელი ხელში მათ არ უჭირავთ და არც ის ადარდებთ, ხატზე რა არის გამოსახული. სინამდვილეში, ეს არის კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ და სინამდვილეში, ქართველი ფსევდოლიბერალები არიან მაუზერიანი ბოლშევიკების რეინკარნაცია თანამედროვე ეპოქაში, რომელთაც ერთი სული აქვთ გუმბათები მოანგრიონ ქართულ ეკლესიას. პოლიტიკოსების განმარტებები, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მთელი ანტურაჟი გარშემო, ის, რომ ქართული ეკლესია არის რუსული ინტერესების გამტარებელი, შობა რომ რუსულია და იმაში ვერ ერკვევიან, რუსული ეკლესია როდის ჩამოყალიბდა და საერთოდ რუსეთი როდის ჩამოყალიბდა, ავტოკეფალია როდის მიიღო, ეს ცალკე საკითხია. ის, რომ ვასალები არიან და მათ შორის პატრიარქზე მიდის უშუალოდ დარტყმა, ეს არის ჩვეულებრივი კამპანია. ყველამ უნდა შევხედოთ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. პოლიტიკოსი გიორგი კანდელაკი და „სოვლაბის“ წარმომადგენელი. შევხედოთ, ვინ აფინანსებს „სოვლაბს“ და ვინ დგას ამ კამპანიების უკან. ასე რომ, კითხვები მიემართება მათკენ, ვინც აფინანსებს ამ კამპანიას ქართული ეკლესიის წინააღმდეგ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს