მედია - რიში სუნაკი დღეს კიევს ეწვევა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დღეს კიევს ეწვევა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ხელს მოაწერს გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

Sky News-ის ცნობით, სუნაკი გამოაცხადებს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, უსაფრთხოების გარანტიებს და ჰუმანიტარულ დახმარებას.

კერძოდ, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერით, გაერთიანებული სამეფო აიღებს ვალდებულებას, სადაზვერვო მონაცემების გაზიარების, კიბერუსაფრთხოების, სამედიცინო და სამხედრო წვრთნების, ასევე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

რიში სუნაკის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას 2024-2025 წლებში 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევს, რაც წინა ორ წელთან შედარებით 200 მილიონი გირვანქა სტერლინგით მეტია. დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით, საჰაერო თავდაცვით, საარტილერიო საბრძოლო მასალითა და საზღვაო უსაფრთხოებით უზრუნველყოფს.

რიში სუნაკი ირწმუნება, რომ გაერთიანებული სამეფო მტკიცედ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და მის გვერდით დგომას.

„გაერთიანებული სამეფო უკვე არის უკრაინის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი, რადგან ჩვენ მათ უსაფრთხოებას, ჩვენს უსაფრთხოებად ვაღიარებთ. დღეს ჩვენ კიდევ უფრო წინ მივდივართ - გავზრდით ჩვენს სამხედრო დახმარებას, ათასობით დრონის მიწოდებით და ახალ ისტორიულ უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელის მოწერით, რათა უკრაინას მივცეთ გარანტიები, რაც მას გრძელვადიან პერსპექტივაში სჭირდება“, - აღნიშნა სუნაკმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან