ირაკლი ქადაგიშვილი - როცა პოლიტიკური მნიშვნელობის ფიგურას ელჩი ოლიგარქად მოიხსენიებს, ჩვენი ვალდებულებაა, მიუთითოს მისი ფუნქციები - დანიის ელჩი მიხვდა ან მიახვედრეს, რომ მისი ქმედება არ არის ელჩისთვის შესაფერისი

როცა პოლიტიკური მნიშვნელობის ფიგურას ელჩი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ოლიგარქად მოიხსენიებს, სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულებაა, მიუთითოს მისი ფუნქციები - მიხვდა ან მიახვედრეს, რომ მისი ქმედება არ არის ელჩისთვის შესაფერისი, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც დანიის ელჩის წერილს გამოეხმაურა, სადაც ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს, რასაც მისი საგარეო უწყებაში დაბარება მოჰყვა.

მისი თქმით, ელჩი ახლა პოზიციას იცვლის და არათანმიმდევრულია.

„სიტყვა ოლიგარქს ისე ატრიალებთ, რომ მისი სამართლებრივი შეფასება არც კი იცით, როცა პოლიტიკური მნიშვნელობის ფიგურას უცხო ქვეყნის ელჩი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ასე მოიხსენიებს, ვალდებულია სახელმწიფო ინსტიტუტები, ამ ელჩს მიუთითოს მისი ფუნქციები რით იწყება და რით მთავრდება საერთაშორისო კანონმდებლობით. საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და ამ სუვერენულ სახელმწიფოშია ელჩი და არა არასამთავრობო ორგანიზაციაში. არც ერთი ელჩისგან არც ერთ ვანდალურ ქცევაზე მათ შორის ოპოზიციის მხრიდან არც ერთი შეფასება არ მოგვისმენია, ამაზე გაამახვილეთ ყურადღება. რა თქმა უნდა, ახლა ის პოზიციას ცვლის, ეს არის ელჩის მხრიდან არათანმიმდევრული საქციელი და მას უწევს ეს. განცხადებაშიც წავიკითხეთ, რომ აღარ უნდა მედიადისკუსიის საგანი გახდეს მისი ეს განცხადება. მიხვდა ან მიახვედრეს, რომ მისი ეს ქმედება არ არის ელჩისთვის შესაფერისი,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს