ირაკლი ქადაგიშვილი კეკელიძის გათავისუფლებაზე - ყველას შეუძლია რაღაც პერიოდში იმსახუროს და შემდეგ გათავისუფლდეს, მითუმეტეს, ადამიანს არავინ არც შეურაცხყოფით, არც „მგლის ბილეთით“ ან ამდაგვარი მოტივაციით არ უშვებს

ყველას შეუძლია რაღაც პერიოდში იმსახუროს და რაღაც პერიოდში პოზიციიდან იქნას გათავისუფლებული, მითუმეტეს, ადამიანს არავინ არც შეურაცხყოფით, არც „მგლის ბილეთით“ ან ამდაგვარი მოტივაციით არ უშვებს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის გიორგი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოსაზრება, რომ კეკელიძე პოლიტიკური მოტივით გაუშვეს, ოპოზიციის სპეკულაციაა.

„იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც სამოქალაქო პოზიცია გაგვაჩნია, ეს იყოს მიზეზი იმისა, რომ სტატუსქვო აბსოლუტურად ხელშეუხებელი უნდა იყოს, ეს მგონი არის სპეკულაცია. „პოლიტიკური მიზნებით გაუშვეს“- ეს არის ოპოზიციის ნარატივი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეიძლება გათავისუფლებული იქნას ან აღარ მუშაობდეს, გამოყენებული იქნება ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციისთვის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა და უთხრა, რომ უნდა წავიდეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად მუშაობდა და განახლების დროა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ძალიან დიდი უსამართლობაა“. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს არის საკადრო გადაწყვეტილება და დამატებით კომენტარს და განმარტებას ამ საკითხზე არ აპირებს. კითხვაზე, გაათავისუფლეს თუ არა კეკელიძე პოლიტიკური ნიშნით, პაპუაშვილი პასუხობს, რომ "ეროვნულ ბიბლიოთეკას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან და არც უნდა ჰქონდეს."

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა