ხარკოვზე თავდასხმის შედეგად დაშავებულ საქართველოს მოქალაქეს პირველადი დახმარება ქალაქის საავადმყოფოში გაეწია, რის შემდეგაც მან სამედიცინო დაწესებულება დატოვა

ხარკოვზე გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულ საქართველოს მოქალაქეს პირველადი დახმარება ქალაქის საავადმყოფოში გაეწია, რის შემდეგაც მან სამედიცინო დაწესებულება დატოვა.

აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა.

შეგახსენებთ, რომ ხარკოვზე გუშინ დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი უცხოელი - საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები. მომხდარზე უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე აღძრა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება