„ჰუსიტების“ წარმომადგენელი - აშშ-სა და ბრიტანეთის თავდასხმების შედეგად იემენში 5 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა

„ჰუსიტი“ მეამბოხეების სამხედრო წარმომადგენელი, იაჰია სარეე აცხადებს, რომ იემენში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 6 ადამიანი, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ღაზაში ისრაელის დანაშაულების მხარდაჭერის ფარგლებში, ამერიკელმა და ბრიტანელმა მტერმა წამოიწყო სასტიკი აგრესია იემენის რესპუბლიკის წინააღმდეგ 73 იერიშით, რომლის სამიზნე დედაქალაქი სანაა, ჰოდეიდა, თაიზი, ჰაჯა და საადას გუბერნიერი იყო“, - აღნიშნა „ჰუსიტების“ წარმომადგენელმა.

მისი თქმით, „ჰუსიტები“ გააგრძელებენ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებს.

„იემენის შეიარაღებული ძალები ადასტურებენ, რომ ისინი გააგრძელებენ ოკუპირებული პალესტინის პორტებისკენ მიმავალი ისრაელის გემების ნავიგაციის აღკვეთას არაბულ და წითელ ზღვებში“, - განაცხადა სარეემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი