თინა ბოკუჩავას განცხადებით, საგარეო უწყების მიერ დანიის ელჩის დაბარება დასტურია იმისა, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ივანიშვილმა დაიქვემდებარა

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, საგარეო უწყების მიერ ბიძინა ივანიშვილის გამო დანიის ელჩის დაბარება დასტურია იმისა, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ივანიშვილმა დაიქვემდებარა.

ბოკუჩავა დანიელი დიპლომატის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას "სამწუხარო ფაქტს" უწოდებს.

"ერთ დროს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც როგორც ქართველი დიპლომატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წარმოვადგენდი.

სამწუხაროდ ახლა ვხედავთ, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილმა დაიქვემდებარა და ისინი ყველა დავალებას სრული მორჩილებით ასრულებენ. სწორედ ეს არის მანკიერი ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალთან სრულიად შეუსაბამოა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კოალიციური მთავრობის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლავ მიეცემა შესაძლებლობა იმისა, რომ იზრუნოს არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოში დანიის ელჩმა ანე ტოფტ სორენსენმა დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვაზე წერს, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

ანე ტოფტ სორენსენი საქართველოს საგარეო სამინისტროში დაიბარეს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა