თაკო ჩარკვიანი - ნიკა მელია დიდი ხნის შეგზავნილი იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ - მიდიოდა ბრძოლა, წავიყვანთ ამომრჩეველსო, მაგრამ ვერ მიჰყავთ, მიშას ამომრჩეველი მიშასი რჩება!

გააკეთოს ახლა ნიკა მელიამ ის პარტია, რასაც აკეთებს და შუა ხმები წაიღოს, როგორ წაიღებს მაგასაც ვნახავ, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, პარტია, რომელშიც ყოფილი გენერალური პროკურორი იქნება, შუა ოპოზიციურ ხმებს ვერ წაიღებს.

„მელია დიდი ხნის შეგზავნილი იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავისი პროფესიით, მუდამ რასაც წარმოადგენდა. წელიწადნახევარია თამარ ჩარკვიანი ამას იძახის და ძალიან მაგარი გეგმა ჩავუშალე. გააკეთოს ახლა ის პარტია, რასაც აკეთებს და შუა ხმები წაიღოს ნიკანორ მელიამ. როგორ წაიღებს ვნახავ, მაინტერესებს. ხალხი გონებასუსტი ჰგონიათ ამათ. როგორ უნდა წაიღოს შუა ხმები ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ? ნიკა მელიასთანაა როგორც ვიცი“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის მტკიცებით, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველს ვერ წაიყვანს, რადგან „მიშას ამომრჩეველი მიშასი რჩება“.

„ვერ დაძრეს ადგილიდან „ნაციონალური მოძრაობის“ სტაბილური ამომრჩეველი. რომ ვეუბნებოდი, ვერც დაძრავთ-მეთქი არ სჯეროდათ, ახლა დაიჯერებენ. მიდიოდა ბრძოლა და იყო მტაცებლური მდგომარეობა, რომ წავიყვანთ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს, მაგრამ ვერ მიჰყავთ. მიშას ამომრჩეველი მიშასი რჩება. ვერ წაიყვანს ნიკა მელია. მართლა ფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოდესმე იყო ხატია დეკანოიძე და მურთაზ ზოდელავა? მიხეილ სააკაშვილის იდეამ და ენერგეტიკამ მოიტანა ეს პარტია“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, „ლელოსა“ და ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიას, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ისინი არა „ოცნების“ დამარცხებისთვის, არამედ მეორე ადგილისთვის იბრძვიან.

„ახლა ბრძოლა იმაზე კი არ მიდის ვინ გაიმარჯვებს „ქართულ ოცნებასთან“, ახლა, ბრძოლა მიდის, რომ მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოს და იყოს რომელიმე მათგანი -„ლელო“ ან გახარიას პარტია. მეორე ადგილისთვის მიდის სინამდვილეში ბრძოლა, ამათ სულ ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი სხვა დანარჩენი. საზოგადოებას კიდევ არ სჭირდება ახალი მინი-ოლიგარქი. ხაზარაძის საოჯახო ფონდიღა აკლდა საქართველოს“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კითხვაზე, დამოუკიდებლად აპირებთ არჩევნებში მონაწილეობას თუ შესაძლებელია გიხილოთ „ნაციონალური მოძრაობის" სიაში, თაკო ჩარკვიანი პასუხობს: „არ მინდა ახლა ყველაფერზე ლაპარაკი, ალბათ, ხვდებით, რომ მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს".

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია