Fitch Ratings - სებ-ის მიერ გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებები მიზნად ისახავს უცხოური ვალუტის სესხების ზრდის დონის თანდათანობით შემცირებას

საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილურია, აქტივების მძლავრი ხარისხით, მაღალი მომგებიანობითა და მაღალი კაპიტალიზაციით, - ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე შეაფასა და პოზიტიური პერსპექტივა შეუნარჩუნა.

„საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილურია, აქტივების მძლავრი ხარისხით (NPL-ის კოეფიციენტი მე-3 კვარტალში 1.6%), მაღალი მომგებიანობით (მე-3 კვარტალში: ანაზღაურება კაპიტალზე 27%) და მაღალი კაპიტალიზაციით (საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი 22.4% 2023 წლის მე-3 კვარტალში)“, - ნათქვამია Fitch Ratings-ის ანგარიშში.

ამასთან, Fitch აღნიშნავს, რომ კვლავ შედარებით მაღალი რჩება დეპოზიტებისა და დაკრედიტების დოლარიზაცია საქართველოში, თუმცა სებ-ის მიერ გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებები მიზნად ისახავს უცხოური ვალუტის სესხების ზრდის დონის თანდათანობით შემცირებას.

„თუმცა ამის მიღწევას დრო დასჭირდება“, - ნათქვამია Fitch Ratings-ს ანგარიშში.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Fitch Ratings-ის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ისეთ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობს პოზიტიური პერსპექტივის შენარჩუნებას.

„საუბარია ძლიერ მმართველობაზე, მნიშვნელოვნად მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, ინფლაციის შემცირებაზე, სანდო მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოზე, ძლიერ საბანკო სექტორზე და სხვა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარების ინდიკატორების მიხედვით საქართველო უსწრებს მსგავსი რეიტინგის ქვეყნებს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ასევე ხაზს უსვამს ევროკავშირში მიღების პერსპექტივასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობას“, - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება