შალვა პაპუაშვილი - გილოცავთ ძველით ახალ წელს და კალანდას!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს ძველით ახალ წელს - კალანდობას ულოცავს და სოციალურ ქსელში ანსამბლ „ბათუმის“ ძველი თაობის მოცეკვავეების ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს მათ მოძრაობაში წარსული, აწმყო და მომავალი ერთიანდება, რადგან უკვდავია ის, რაც ქმნის მათ სამყაროს და სამყაროსადმი მათ დამოკიდებულებას.

„სულის ზეიმი, მოყვასის სიყვარული, სამშობლოსადმი თავდადება, მარადიული ტარიელობა და ავთანდილობა, როკვაში განფენილი მარადისობა. ძველები! რა სიდიადეა ამ ჭარმაგი კაცების ქართულ ერთობაში, ენით უთქმელი და მართლაც მისტიური. რა თქმა უნდა, დრო უდროოა, „ძველები“ კი პირობითი ზედსართავია, რადგან უყურებ და არავინ გეგულება მათზე უფრო დღევანდელი, უფრო ახალგაზრდა და გულზვიადი. წარსული, აწმყო და მომავალი - ყველაფერი ერთიანდება მათ მოძრაობაში, თვალებსა და შეძახილში, რადგან უკვდავია ის, რაც ქმნის მათ სამყაროს და სამყაროსადმი მათ მიმართებას. მადლობა თქვენ, ანსამბლ „ბათუმის“ ძველი თაობის მოცეკვავეებს ამ ამაღლებული წუთებისთვის! ამ სულისკვეთებით იქცევა ძველი მარადიულად, ამ იმედით შემოდის ჩვენში კალანდა ყოველ ძველით ახალ წელს და ასე იქნება მუდამ.

გილოცავთ ძველით ახალ წელს და კალანდას!” - წერს შალვა პაპუაშვილი.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია