უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა უკრაინაში 600-ზე მეტი ქიმიური თავდასხმა განახორციელა, დინამიკა იზრდება

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ტოქსიკური ქიმიკატების შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენებით 626 თავდასხმაგანახორციელეს, აქედან 51 - 2024 წლის იანვრის დასაწყისში, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

გენშტაბის ცნობით, რუსების მიერ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების დინამიკა იზრდება და თავდაცვის ძალები, ყოველდღიურად, 10-მდე ასეთ შემთხვევას აფიქსირებენ.

„ყველაზე ხშირად, მტერი იყენებს ყუმბარებს, როგორიცაა K-51, RGR, რომლებსაც ყრიან უპილოტო საფრენი აპარატებიდან, თუმცა გამოიყენება გამაღიზიანებელი ნივთიერების შემცველი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებიც. ასევე საარტილერიო შეტევები ხორციელდება ქიმიურად საშიში ნივთიერებების შემცველი ჭურვებით. 2023 წლის 14 დეკემბერს აღმოაჩინეს ახალი ტიპის სპეციალური გაზის ყუმბარა РГ-ВО, რომელიც შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას CS-ს“, - აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სახიფათო ქიმიკატების გამოყენების 36 შემთხვევა დაფიქსირდა და გაიგზავნა საგამოძიებო მოქმედებებზე რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაზვერვის ჯგუფების მიერ წარმოებული სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს