თბილისის საკრებულოში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ და საკრებულოს წევრებმა მიიღეს.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ მოქალაქეებს დღევანდელი დღე მიულოცა.

„14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა და ამ დღეს თბილისის საკრებულო ტრადიციულად საქართველოს დროშების გადმოფენით აღნიშნავს. ამ დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმით მიაგებენ პატივს ქართულ დროშას. ჩვენს მოქალაქეებს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე და ყველას ვისაც აქვს შესაძლებლობა მსგავსად შეუძლია გამოხატოს პატივისცემა ამ მნიშვნელოვანი სახელმწიფო სიმბოლოს მიმართ“,-განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წელს აღინიშნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს