საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორიგინალი დროშა გამოიფინა

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორიგინალი დროშა გამოიფინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული დროშა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საბერძნეთში მცხოვრები, წარმოშობით ვენეციელი დიდებულების შთამომავლის, ევგენი დალეჯიოს ოჯახში იქნა მიკვლეული და ოფიციალურად გადმოეცა ქართულ მხარეს. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადმოეცა ევგენი დალეჯიოს ისტორიული არქივიც.

„ისტორიული წყაროების თანახმად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი მთავრობის წევრებმა, კონსტანტინოპოლში დაუტოვეს ეროვნული დროშა ევგენი დალეჯიოს, იმ იმედით, რომ მალე უკან დაბრუნდებოდნენ. ამას ადასტურებს დროშის თეთრ ზოლზე სვიმონ მდივნის, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის და ვასილ წულაძის, დამფუძნებელი კრების წევრის ხელმოწერები. იქვე, ხელს აწერს ევგენი დალეჯიო იმის ნიშნად, რომ დროშა ჩაიბარა და თავის ხელმოწერას კონსტანტინოპოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბეჭდით ამოწმებს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორიგინალი დროშის მხოლოდ სამი მეხუთედია შემორჩენილი. ისტორიული ექსპონატი სადემონსტრაციო სადგამით, სამინისტროს ცენტრალურ დარბაზში განთავსდა, მოგვიანებით კი, სხვა ექსპონატებთან ერთად, საქართველოს დიპლომატიის მუზეუმში იქნება განთავსებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება