ანა ჯაბაური - საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში ცოტნე გამსახურდია ყველაზე მძიმე სახეობების ჰოსპიტალური ინფექციებით დაინფიცირდა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა მისი სიცოცხლე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადებით, გამსახურდია როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის კლინიკებში ჰოსპიტალური ინფექციებით დაინფიცირდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ჯაბაური აცხადებს, ჰოსპიტალური ინფექციები მსოფლიო მედიცინისთვის გამოწვევაა. მისივე განმარტებით, გამსახურდია აღნიშნულ ინფექციებს ნახევარი წელი ებრძოდა. ამჟამად, პირველი პრეზიდენტის შვილს ქართველ ფიზიოთერაპევტებთან ერთად, სომხეთიდან ჩამოსული კინეზოთერაპევტი უტარებს მკურნალობას.

„ნოემბერში ცოტნეს სერიული ეპილეფსიური გულყრების ეპიზოდი ჰქონდა, ჰოსპიტალში გადავიყვანეთ და იქ ორი ჰოსპიტალური ინფექციით დაინფიცირდა, რომელმაც მდგომარეობა გაგვირთულა. ორი კვირა რეანიმაციაში იწვა, სადაც შესანიშნავმა პროფესიონალებმა უმკურნალეს. ჰოსპიტალური ინფექცია, სამწუხაროდ, მსოფლიო მედიცინის გამოწვევაა და არა მხოლოდ საქართველოს პრობლემა. თურქეთსა და გერმანიაშიც, წელიწადნახევრიანი ჰოსპიტალიზაციის პირობებში უმაღლესი რანგის კლინიკებში, ცოტნე დაინფიცირდა ყველაზე მძიმე 6 სახეობის ჰოსპიტალური ინფექციით, რამაც ბევრჯერ სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა მისი სიცოცხლე. ყველა ნევროლოგი თურქეთშიც და გერმანიაშიც მოგვიწოდებდა რომ მაქსიმალურად აგვერიდებინა ცოტნე ჰოსპიტალებისთვის ამის გამო და რეაბილიტაცია, სტაბილური ჰემოდინამიკის პირობებში, გაგვეგრძელებინა სახლში. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, 6 თვე ვებრძოდით თურქეთისა და ევროპის კლინიკებიდან წამოყოლილ ჰოსპიტალურ ინფექციებს და ძლივს დავამარცხეთ. არადა, ამგვარი პაციენტების სიცოცხლის მთავარი საფრთხე სწორედ ინფექციებია. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლიერება გამოვუხატო ბრწყინვალე პროფესიონალსა და იშვიათ ადამიანს, ინფექციონისტს ალექსანდრე გოგინავას, რომელიც მთავარი რგოლია ცოტნეს ჯანმრთელობაზე მზრუნველ ექიმთა დიდ გუნდში. მისთვის არ არსებობს დღე და ღამე, სამუშაო და დასვენების საათები, ყოველთვის ჩვენთანაა და ყოველთვის ხაზზეა. და, ეს ყველაფერი სრულიად უსასყიდლოდ...

მოკლედ, ამჯერადაც შევძელით ამ სირთულის დაძლევა და ახლა ისევ უკეთაა. ისევ შევუდექით აქტიურ რეაბილიტაციას. ამჟამად, ქართველ ფიზიოთერაპევტებთან ერთად, სომხეთიდან ერთი თვით ჩამოსული ცნობილი კინეზოთერაპევტი უტარებს მკურნალობას. ამ სპეციალისტის გამგზავრების შემდეგ, გერმანელი ოკუპაციური თერაპევტი ჩამოგვყავს ერთი თვით. ასევე გერმანელი ნევროლოგი გეგმური კონსულტაციისთვის.

მეხუთე წელია, მუდმივ ბრძოლასა და წვალებაში ვართ, მაგრამ ფარ-ხმალს მაინც არ ვყრით. საოცარი სიცოცხლისუნარიანობითა და ბრძოლის ჟინითაა ცოტნე დაჯილდოებული.

ჩვენ კი თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას ვადევნებთ თვალყურს, სადაც მნიშვნელოვანი და იმედისმომცემი წინსვლები ამჯერად ექსპერიმენტის ფაზაშია. ჰოდა, ჩვენც იმედიანად და მოთმინებით ველით მათ დანერგვას“, - აცხადებს ჯაბაური.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია