თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი კლეპტოკრატიული, კორუფციული სქემებით მართავს ქვეყანას

ივანიშვილი კლეპტოკრატიული, კორუფციული სქემებით მართავს ქვეყანას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის, რიჩარდ ნეფიუს ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო იყო ერთ- ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში, თუმცა, ივანიშვილმა საბჭოური წარსული დააბრუნა.

„ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის ანტიკორუფციული ბიუროს გაძლიერება. რეალურად ქვეყანაში ახლა არ არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, რადგან კორუფცია მოიცავს ყველა სახელმწიფო უწყებას და მისი თავია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამგვარი კლეპტოკრატიული კორუფციული სქემებით მართავს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია, საქართველო იყო ერთ- ერთი მოწინავე ქვეყანა იყო კორუფციასთან ბრძოლაში, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის საბჭოური და პოსტსაბჭოური წარსული დააბრუნა საბჭოთა წარმონაქმნმა, რუსმა ოლიგარქმა, ივანიშვილმა და ახლა კორუფცია გახდა მისი მმართველობის ჩვეულებრივი მოვლენა. ქვეყნის ოლიგარქის მავნე გავლენებისგან გაწმენდა და ინსტიტუციების ანგარიშვალდებულება და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების დაბრუნება მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუ 15-18 იანვარს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორივე ქვეყანაში ის განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევასა და გამოწვევებს, ასევე, განისაზღვრება შემდგომი თანამშრომლობის სფეროები.

რიჩარდ ნეფიუ საქართველოში ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის