ირაკლი კუპრაძე - დღეიდან 26 ოქტომბრამდე, არ იქნება საარჩევნო კამპანია, ეს იქნება ბრძოლა ამ ქვეყნის დასაბრუნებლად

დღეიდან 26 ოქტომბრამდე, არ იქნება საარჩევნო კამპანია, ეს იქნება ბრძოლა ამ ქვეყნის დასაბრუნებლად, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელო“ ყოველკვირეულად წარადგენს კონკრეტულ გეგმას, „თუ როგორ უნდა დავიბრუნოთ ქვეყანა და როგორ უნდა იმართოს ის ევროპულად და სწორად“.

„დღეიდან 2024 წლის 26 ოქტომბრამდე, არ იქნება საარჩევნო კამპანია, ეს იქნება ბრძოლა ამ ქვეყნის დასაბრუნებლად, დედაქალაქის დასაბრუნებლად. დღეიდან 2024 წლის 26 ოქტომბრამდე, „ლელო“ ყოველკვირეულად წარმოგიდგენთ კონკრეტულ გეგმას, როგორ უნდა დავიბრუნოთ ეს ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფო ევროპულად და სწორად იმართოს. ყველა იმ პროექტს, პროგრამულ ხედვას წარმოგიდგენთ, რომელიც აუცილებელია და სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ინტერესებს, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას. თუ „ქართული ოცნება“ ემსახურება კრემლის და პუტინის ინტერესებს, „ლელო“ მოემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს და ამას ყოველდღიურ, ყოველკვირეულ საქმიანობაში „ლელო“ დაუმტკიცებს საზოგადოებას და ჩვენს ამომრჩეველს“, - განაცხადა კუპრაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს