ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ფრაქციის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა აქტიურად მუშაობს არასამთავრობო სექტორთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში აღარ იყოს მავნე ოლიგარქიული მმართველობა და სახელმწიფო ინსტიტუციები ანგარიშვალდებულები იყვნენ ხალხთან.

“მაშინ, როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ საერთოდ აღარ აპირებს სამუშაო ჯგუფების შექმნას და მუშაობას ევრორეკომენდაციების შესრულებისთვის, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის, არასამთავრობო სექტორთან ერთად იმისთვის, რომ შევიმუშაოთ დეოლიგარქიზაციის გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში აღარ იყოს მავნე ოლიგარქიული მმართველობა და სახელმწიფო ინსტიტუციები ანგარიშვალდებულები იყვნენ ხალხთან და შეეძლოთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, როგორც ეს არის განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც ივანიშვილის პირობებში, ბუნებრივია, შესრულება არ უწერია, მაგრამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მწყობრი გეგმა იმისთვის, რომ პირველივე ას დღეში განვახორციელოთ ყველა რეფორმა, რასაც მოითხოვს ჩვენგან ევროკავშირი და სწრაფ ტემპში გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, ამისთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა, იმ პირები ჩართვა, რომლებიც მუშაობენ პროფესიული ჯგუფებიდან, სამოქალაქო სექტორიდან და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეხვედრა.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს