უკრაინის დაზვერვა - რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ყოველდღიურად, დაახლოებით, 1 000-1 100 ადამიანი უერთდება

რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებს ყოველდღიურად დაახლოებით 1 000-1 100 ადამიანი უერთდება, ანუ თვეში დაახლოებით 30 000, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.

„ამას ფარული მობილიზაცია არ შეიძლება ეწოდოს. მოდით ასე ვთქვათ: მათთან მობილიზაცია მიმდინარეობს. უბრალოდ, ეს არ ხორციელდება ისე მასიურად, როგორც 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში“, - განმარტა ვადიმ სკიბიცკიმ.

მისი თქმით, ასევე მიმდინარეობს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ რეფორმატირება.

„უკვე შეიქმნა მრავალი ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია, რომლებიც ექვემდებარებიან როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ასევე რუსეთის გვარდიის კონტროლს. ის „ვაგნერელები“, რომლებმაც გააფორმეს კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან ან რუსეთის გვარდიასთან, განაგრძობენ სამსახურს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ან სხვა კერძო კომპანიებში“, - განაცხადა სკიბიცკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს