ეკა ციმაკურიძე - დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა მოიცავს სასამართლო და ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას - ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიება ისევ რჩება პრობლემად

დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა მოიცავს სასამართლო და ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას - ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიება ისევ რჩება პრობლემად, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „დემოკრატიის ინდექსი საქართველო“ ხელმძღვანელმა ეკა ციმაკურიძემ, დეოლიგარქიზაციის საკითხზე, საქართველოს პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორმა იცის, რა უნდა გაკეთდეს და საჭიროა პოლიტიკური ნების არსებობა, რაც მისივე შეფასებით, არ არის ან სუსტად არის გამოხატული.

„დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა კომპლექსური საკითხია და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა და ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიება, რაც არ ხდება სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიურო შექმნილია და მუშაობს უკვე წელიწადზე მეტია, ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიება ისევ რჩება პრობლემად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ამ მიმართულებით დაიწყოს აქტიური მუშაობა სამუშაო ჯგუფების ფორმატებში. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა. დეოლიგარქიზაცია არის სამსჯელო საკითხი და უნდა შევძლოთ, რომ ოქტომბრამდე მივიდეთ ისეთი რეფორმებით, რომელიც არ დააზიანებს ჩვენი ევროინტეგრაციის გზას,” - განაცხადა ციმაკურიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს