გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი - დაველოდებით და ვნახავთ, რა მოხდება წითელ ზღვაში, თუ მოგვიწევს შემდგომი ზომების მიღება, განვიხილავთ

გაერთიანებულ სამეფოს არ აქვს ინტერესი მონაწილეობა მიიღოს იემენში რაიმე ფართო კონფლიქტში, მაგრამ ელოდება და ნახავს, რა მოხდება წითელ ზღვაში, სანამ გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა შემდგომი სამხედრო დარტყმები „ჰუსიტების“ წინააღმდეგ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის გარკვევით ვაცხადებდით, რომ ჩვენი მიზანია არა იემენში შესვლა ან რაიმე მსგავსი, არამედ უბრალოდ ძალიან მკაფიო და, იმედი მაქვს, ცალსახა გზავნილის გაგზავნა ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტებისთვის“, რომ მათი ქცევა წითელ ზღვაში სრულიად მიუღებელი იყო.

ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით. თუ მოგვიწევს შემდგომი ზომების მიღება, მაშინ ეს არის ის, რასაც განვიხილავთ“, - აღნიშნა გრანტ შაპსმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში, „ჰუსიტების“ სამიზნეებს დაარტყეს, რაც იყო პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ახორციელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება