ლევან დავითაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს.

მისივე თქმით, დავოსში შეხვედრები უკვე დაგეგმილია. როგორც მან აღნიშნა, დელეგაცია შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან კომპანიებთან გამართავს.

„დავოსი არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც უკვე რამდენიმე ათეული წელია ბიზნესი იკრიბება და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ტენდენციის შესახებ აზრი ყალიბდება. ასევე, პრაქტიკული კუთხით საინტერესოა დავოსი, იმიტომ, რომ პრაქტიკული გადაწყვეტილებები კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით და საინვესტიციო მიმართულებებთან დაკავშირებით მიიღება. ჩვენთვის ზუსტად, დავოსში ეს მიმართულებაა ყველაზე მეტად საინტერესო. ბოლო წლებში დავოსი გახდა ეკონომიკურთან ერთად მნიშვნელოვანი პოლიტიკური პლატფორმაც. ამიტომ ქვეყნის ცნობადობისთვის და რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალ დონეზე დავოსში მონაწილეობა.

შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს, გარდა კონკრეტული „ბითუბი“ შეხვედრებისა, რომელიც ჩვენ გვექნება ბიზნესებთან კონკრეტულ ბიზნეს პროექტებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მუშაობა თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და შესაბამისად, შეხვედრები უკვე დანიშნულია. ჩვენ გვექნება სხვადასხვა ქვეყნიდან, მსოფლიოს ბევრ კომპანიასთან შეხვედრები, დაწყებული აშშ-დან დამთავრებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის წამყვანი ბიზნეს ჯგუფებით. ასევე, სფეროებიც ძალიან მრავალფეროვანია, ეს ეხება, როგორც ფინანსურ მომსახურებას, ასევე, სატრანსპორტო, ლოჯისტიკურ, სამშენებლო, „რითეილ“ და სხვადასხვა მიმართულებას. შესაბამისად, ძალიან ფართო სპექტრია შეხვედრების, რომელიც უკვე წინასწარ არის ცნობილი დავოსში. ამის პარალელურად შეიძლება დამატებითი შეხვედრები გაიმართოს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები საბოლოოდ პროდუქტიული იქნება და საქართველოში ინვესტირების შესახებ წამყვანი კომპანიების მხრიდან გადაწყვეტილებები მიღებული იქნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება