მაია ომიაძე - Madrid Fusión-ზე წარდგენა საქართველოს გასტრო კულტურას ახალ საფეხურზე გადაიყვანს

Madrid Fusión გასტრონომიის თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში ყველაზე რეპუტაციული კონგრესია, სადაც წელს, პირველად, საქართველო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ განაცხადა, რითაც 29-31 იანვარს, ესპანეთში, Madrid Fusión 2024-ში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას გამოეხმაურა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს Madrid Fusión-ზე შეფ-მზარეული, დავით ნარიმანიშვილი წარადგენს.

„Madrid Fusión გასტრონომიის თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში ყველაზე რეპუტაციული კონგრესია, სადაც წელს, პირველად, საქართველო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. ჩვენს ქვეყანას წარადგენს შეფ-მზარეული, დავით ნარიმანიშვილი, რომელიც მთელ მსოფლიოს გააცნობს საქართველოს, როგორც გასტრონომიის, კულტურის დიდი ტრადიციების ქვეყანას“, -განაცხადა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, კონგრესზე საქართველოს ორი სტენდი იქნება წარმოდგენილი.

„ჩვენ სტენდები ქართულ გასტრონომიას დაეთმობა, ასევე ღვინოს, სადაც სომელიეები მთელ მსოფლიოს ქართული ღვინის, 8 ათას წლოვანი უწყვეტი ტრადიციის შესახებ მოუყვებიან. გასტრონომია და ღვინო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული პროდუქტია ჩვენი ქვეყნისთვის და ვფიქრობ, საქართველოს, როგორც გასტრონომიული კულტურის მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეყნის წარდგენა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადრიდში თავს მოიყრიან: გავლენიანი ექსპერტები, კრიტიკოსები, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, მათ თვალსაწიერში მოხვდება საქართველო, როგორც განსხვავებული გემოების მიმართულება. ვფიქრობ, Madrid Fusión-ზე საქართველოს წარდგენა გასტრო კულტურას ახალ საფეხურზე გადაიყვანს“, - აცხადებს მაია ომიაძე.

უწყების ცნობით, Madrid Fusión 2024-ზე საქართველო სტუმრის სტატუსით იქნება წარდგენილი. საერთაშორისო გასტრო კონგრესზე ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, აშშ, არგენტინა, კოლუმბია, კორეა, ფილიპინები, ჩილე და სხვა ქვეყნები მონაწილეობენ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია