ირაკლი ქადაგიშვილი - ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ოპოზიციის განცხადებები არის ქვიშაზე დაწერილი პროპაგანდა, რომელსაც დრო წაშლის

თავის რუსული ბალალაიკის იქით ვერაფერს ხედავენ და მსოფლიო პოლიტიკის ანალიზს არ აკეთებენ. ჩინეთთან თანამშრომლობს მსოფლიოს ყველა სახელმწიფო და სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს მათ შორის, ძალიან მკვეთრი კონკურენციის ფონზე აშშ-საც და ევროკავშირსაც, - ასე ეხმიანება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და ირაკლი კობახიძის ჩინეთში ვიზიტის თაობაზე ოპოზიციის კრიტიკას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

მისივე თქმით, ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ოპოზიციის განცხადებები არის „ქვიშაზე დაწერილი პროპაგანდა, რომელიც დრომ წაშალა“.

„კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდეც გააფთრებული პროპაგანდა ჰქონდა ამის გარშემო ოპოზიციას ატეხილი, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება ევროკავშირთან გზის ჩაკეტვას ნიშნავს. დავინახეთ, რომ ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ არის. არ ვიცი - სრული დეფიციტი აქვთ ინფორმაციის და ამ თავის რუსული ბალალაიკის იქით ვერაფერს ხედავენ და მსოფლიო პოლიტიკის ანალიზს არ აკეთებენ. ჩინეთთან თანამშრომლობს მსოფლიოს ყველა სახელმწიფო და სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს მათ შორის, ძალიან მკვეთრი კონკურენციის ფონზე აშშ-საც და ევროკავშირისაც. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის იმის აკრძალვა, რომ ჩინეთთან თავის ურთიერთობა, თანამშრომლობა და ეკონომიკური პერსპექტივა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ გააღრმაოს, არის ნაკარნახევი ან სრული არაკომპეტენტურობით ან მიზანმიმართული ტორპედირებით იმისა, რომ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდა გაზრდის ეკონომიკას და კეთილდღეობას, რაც მათი გაგებით მიუღებელია, რადგან მათი რევოლუციური სცენარი ვერ განხორციელდება. ეს არის ქვიშაზე დაწერილი მათი პროპაგანდა, რომელიც როგორც მრავალი სხვა, ასეთი დესტრუქციული განცხადება, დრომ წაშალა ,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს