მიხეილ სარჯველაძემ ევროპის საჯარო სამართლის გლობალური კომისიის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ სამართლის უზენაესობის გლობალური კომისიის წევრთა რიგით მესამე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პორტუგალიის ქალაქ კასკაისში გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე კომისიის წევრებმა ევროპაში სამართლის უზენაესობის კონცეფციისა და მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პროექტი განიხილეს, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მეექვსე კომიტეტს წარედგინება.

მიხეილ სარჯველაძე აღნიშნული კომისიის არჩეული წევრია 2023 წლის 10 იანვრიდან. კომისია შექმნილია ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) ინიციატივით და მისი ამოცანაა გლობალური სამართლის უზენაესობის ყოვლისმომცველი ხედვის და ღირებულებების განვითარება ერთაშორისი დიალოგის ხელშეწყობით, ისევე როგორც საკუთარი ექსპერტული ცოდნის გაზიარების გზით.

კომისიასთან თანამშრომლობის პროცესს მხარს უჭერს ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენელი, ელჩი იოსებ ნანობაშვილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი