„პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებლებს შიდა, უპროცენტო, ერთწლიან ლიზინგს სთავაზობს

წარმატებული 2023 წლის შემდეგ „პორშე ცენტრი თბილისი“ 2024 წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით იწყებს. ავტოსადილერო მიმართულებით, საქართველოში პირველად, პორშეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ერთწლიანი შიდა უპროცენტო ლიზინგით ისარგებლონ. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა ჰოლდინგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა ლიზინგი“ პორშეს ბრენდის ავტომობილის შეძენით დაინტერესებულ პირებს სალიზინგო მომსახურებას „პორშე ცენტრი თბილისში“ არსებულ კონკრეტულ მოდელებზე სთავაზობს.

„მოგეხსენებათ, პორშე გამორჩეულია ინოვაციური მიდგომებითა და სიახლეების დანერგვისკენ სწრაფვით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ 2024 წლის სტარტიც, ამ მხრივ, გამონაკლისი არ ყოფილიყო. „პორშე ცენტრი თბილისისა“ და „თეგეტა ლიზინგის“ თანამშრომლობით ჩვენს მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას ვთავაზობთ. ამ სიახლით გვინდა, უფრო მარტივი გავხადოთ ავტომობილის შეძენის პროცესი და მორიგი სიახლე დავნერგოთ ბაზარზე. ეს არის როგორც ბიზნესგადაწყვეტილება, ისე ნაბიჯი ჩვენი მომხმარებლების მიმართ, რომელიც ზრუნვასა და მათთვის მეტი კომფორტის შექმნის სურვილზეა დაფუძნებული“, - განაცხადა „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორმა, პეტრე წაქაძემ.

ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული საშუალება, ფართოდ გამოიყენება დასავლეთის ქვეყნებში და სტანდარტული სესხისგან განსხვავებით ბევრი უპირატესობა გააჩნია. „თეგეტა ლიზინგის“ შექმნის მიზანიც სწორედ მომხმარებლებისთვის დასავლური გამოცდილების გაზიარება და მათზე მორგებული გამოცდილების შექმნაა.

„თეგეტა ლიზინგის“ საქმიანობა, რომელიც "პორშესთან" ერთად დაიწყო, მომავალში მთელ ჰოლდინგს მოიცავს. შიდა სალიზინგო შეთავაზება მომხმარებლისთვის პროდუქტის შეძენის პროცესს უფრო მოქნილს ხდის და ფინანსური რესურსის კომფორტულად გადანაწილების საშუალებას იძლევა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, შიდა ლიზინგის გაძლიერება და განვითარება ჰოლდინგისთვის წელს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება. "პორშესა" და მისი მომხმარებლისთვის კი სიახლეებით დაწყებული წელი კვლავაც ინოვაციური გადაწყვეტილებებითა და კამპანიებით გაგრძელდება.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ,,პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის