პროკურატურა - 2024 წლის იანვრიდან, პროკურატურის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება 10%-ით გაიზარდა

2024 წლის 1-ელი იანვრიდან, ისევე როგორც სხვა საჯარო სექტორში დასაქმებულების, პროკურატურის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება 10%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანების შესაბამისად, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან პროკურატურის თანამშრომლებისთვის წელთა ნამსახურობის დანამატი 2%-ით იზრდება.

კერძოდ, 3-დან 10 წლამდე ნამსახურობის შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოს - 7%, 10-დან 20 წლამდე - 12%, ხოლო 20 წელზე მეტი ნამსახურობისას - 17% განისაზღვრა.

„პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება თანამდებობრივ სარგოსთან ერთად შესაძლოა მოიცავდეს წელთა ნამსახურობის დანამატს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად გათვალისწინებული წელთა ნამსახურობის დანამატი, განსხვავებით ყველა სამართალდამცავი ორგანოსგან, პროკურატურის სისტემაში 2023 წლამდე არ მოქმედებდა.

პროკურატურის სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად, კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების შესანარჩუნებლად, თანამშრომელთა მოტივაციის და სისტემის ეფექტიანობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია პროკურორების სოციალური პირობების გაუმჯობესება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება