ლოიდ ოსტინი საავადმყოფოდან გაწერეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

პენტაგონის ცნობით, ლოიდ ოსტინი პროსტატის კიბოს ოპერაციის შემდგომ გართულებებთან დაკავშირებული ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს.

„მდივანი გამოჯანმრთელებას აგრძელებს და ექიმების რჩევით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავის მოვალეობებს დისტანციურად შეასრულებს, სანამ პენტაგონში სრული განაკვეთით დაბრუნდება. მას უსაფრთხო საკომუნიკაციო ობიექტებზე სრული წვდომა აქვს“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

უოლტერ რიდის ეროვნული სამხედრო სამედიცინო ცენტრის ექიმებმა განაცხადეს, რომ საავადმყოფოში ყოფნისას ოსტინის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

შეგახსენებთ, ლოიდ ოსტინი საავადმყოფოში 1-ელი იანვრიდან იმყოფებოდა და გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და მისი ადმინისტრაციის წევრებს ოსტინის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება