ვიოლა ამერდი - შვეიცარია გლობალური „მშვიდობის სამიტის“ მასპინძლობისთვის მზად არის

შვეიცარია გლობალური „მშვიდობის სამიტის“ მასპინძლობისთვის მზად არის, - ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამერდმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბატონმა ზელენსკიმ მკითხა, იყო თუ არა სამიტის ორგანიზებისთვის შვეიცარია მზად. მე დავადასტურე, რომ კონფერენციის ორგანიზებისთვის შვეიცარია მზად იქნება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ საკითხს სიღრმისეულად განვიხილავთ, რათა სამშვიდობო პროცესი წარმატებული იყოს“, - განაცხადა ვიოლა ამერდმა.

შვეიცარიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის წარმომადგენლები სამშვიდობო კონფერენციისთვის მზადებას დაუყოვნებლივ დაიწყებენ.

„შვეიცარია გრძელვადიან მშვიდობას ყოველთვის დაუჭერს მხარს და ჩვენ მოხარული ვართ, რომ შვეიცარიას ამაში წვლილის შეტანა შეუძლია“, - აღნიშნა შვეიცარიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში უკრაინული „მშვიდობის ფორმულის“ შესახებ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე შეხვედრა გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს