რუსული მხარის ინფორმაციით, ვორონეჟში უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში, უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ვადიმ ქსტენინმა განაცხადა.

მანამდე, ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვორონეჟზე უკრაინული დრონებით თავდასხმა მოიგერია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩამოგდებულია სამი დრონი. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია გოგონა. ერთ-ერთ კორპუსში აივანს ცეცხლი გაუჩნდა, კიდევ ორ მაღალსართულიან კორპუსსა და რამდენიმე კერძო სახლში მინები ჩაიმსხვრა.

"დაზიანებულ სახლებსა და მიმდებარე სახლებზე, ასევე ტერიტორიაზე, როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონების ზიანის შემფასებელი კომისია იმუშავებს. გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებისთვის უკვე შემოღებულია ქალაქის საგანგებო რეჟიმი", - წერს მერი Telegram არხზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს