კაია კალასი - ევროპას 3-5 წელი აქვს იმისთვის, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხისთვის მოემზადოს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი თვლის, რომ ევროპას აქვს 3-5 წელი აქვს იმისთვის, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო საფრთხისთვის მოემზადოს.

კალასი ესტონეთის დაზვერვის შეფასებას ეყრდნობა, რომლის თანახმადაც, რუსეთს უკრაინასთან ჰიპოთეტური ზავის შემთხვევაში სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდება, რათა განაახლოს სამხედრო საფრთხე ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე.

„ჩვენი დაზვერვის შეფასებით, ეს იქნება სამიდან ხუთ წლამდე და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვახერხებთ ჩვენს ერთიანობას და პოზიციის შენარჩუნებას უკრაინის მიმართ, იმიტომ, რომ რუსეთს სურს პაუზა და ეს პაუზა სჭირდება რესურსების და ძალების მოკრებისთვის. სისუსტე აგრესორების პროვოცირებას ახდენს, ამიტომ სისუსტე რუსეთის პროვოცირებას ახდენს“, - განაცხადა კალასმა The Times-თან ინტერვიუში.

სწორედ ამიტომ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დასავლეთმა უნდა გააძლიეროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რათა ძლიერი დარტყმა მიაყენოს და რუსეთს მრავალი წლით ჩამოართვას შესაძლებლობა, რომ ის მეზობელ ქვეყნებს დაემუქროს.

კაია კალასი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ნატო-მ უნდა მიიღოს რუსეთის „შეკავების“ სტრატეგია ცივი ომის მაგალითზე, რომელიც ითვალისწინებს თითოეული წევრი ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდას მშპ-ს მინიმუმ 2,5%-მდე.

"რუსეთს არასოდეს წაუგია ბოლო დროს კოლონიური ომი. მე ბევრს ვკითხულობ და ვცდილობ გავიგო, როგორ შეგვიძლია დავარღვიოთ ეს ისტორიული ციკლი და ამის მთავარი ელემენტია ანგარიშვალდებულება. ისინი არასოდეს აგებდნენ პასუხს ჩადენილ დანაშაულებზე," - ხაზგასმით აღნიშნა კაია კალასმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის