გაერო - „ჰუსიტებზე“ დარტყმები ღაზას ომის კიდევ ერთი საშინელი შედეგია

იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე დარტყმები ღაზის სექტორში მიმდინარე ომის კიდევ ერთი მძიმე შედეგია, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში და გადაუდებელი დახმარების კოორდინატორმა, მარტინ გრიფიტსმა განაცხადა.

მისი თქმით, არც ერთ მხარეს არ ადანაშაულებს, თუმცა იმედის გამაცრუებელია ის, რაც იემენში ხდება.

„ეს კიდევ ერთი საშინელი შედეგია. ღაზაში ომის მართლაც მძიმე შედეგი", - აღნიშნა მარტინ გრიფიტსმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში, „ჰუსიტების“ სამიზნეებს დაარტყეს, რაც იყო პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ახორციელებს. ამასთან, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავმა ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებლის მიმართულებით იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაუშვეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს