პაატა მანჯგალაძე - „მე ნაცი არ ვარ“, ასეთ კამპანიას აწარმოებენ, გავიგეთ, კაცო, ვინ ხარ, ახლა მითხარი, რას გააკეთებ ხალხისთვის?

„მე ნაცი არ ვარ“, ასეთ კამპანიას აწარმოებენ, გავიგეთ, კაცო, ვინ ხარ, ახლა მითხარი, რას გააკეთებ ხალხისთვის? - არჩევნების შემდეგ რომ რეალობა დადგება, როცა ან ოპოზიციასთან ქმნი კოალიციას, ან ივანიშვილს ტოვებ, რას გააკეთებენ?! - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ლელოს" და გახარიას გუნდის წევრების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ ითანამშრომლებენ.

მანჯგალაძე აცხადებს, რომ რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობა პარტიებს შორის განსხვავებებს წარმოაჩენს, რაც კარგია, თუმცა, მნიშვნელოვანია პარტიებმა იფიქრონ იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციას თანამშრომლობა მოუწევს.

„არ ითანამშრომლებს ნუ ითანამშრომლებს, შევეხვეწეთ რამე? მოგვიწევს ერთი რეალობა გავითვალისწინოთ, ოპოზიციას ერთმანეთი დაგვჭირდება და მოგვიწევს თანამშრომლობა. არ "ვითანამშრომლებ- ვითანამშრომლებ" წინასაარჩევნო სტრატეგიის და ტაქტიკის ნაწილია, მაგრამ როცა დადგება რეალობა არჩევნების შემდეგ, რომ ან ოპოზიციასთან ქმნი კოალიციას, ან ივანიშვილს ტოვებ ხელისუფლებაში, რას გააკეთებენ?! ყველა უშვებს ერთი და იგივე შეცდომას, "მე ნაცი არ ვარ", ასეთ კამპანიას აწარმოებენ, გავიგეთ, კაცო, ვინ ხარ და ახლა მითხარი, რას გააკეთებ ხალხისთვის? მათ ჰგონიათ, ვინ სად დაჯდება, ისაა მნიშვნელოვანი, ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დავსხდებით ყველა ერთად, მერე რას გავაკეთებთ. თუ ვინმე ფიქრობს, კარგი კამპანიაა "ნაცი არ ვარ" იძახონ პარტიის დაფუძნების დღიდან, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ეს ტონი სჭირდებათ, ეს აუცილებელიც არის, რომ განსხვავებებზე საუბრის სივრცე ჰქონდეთ პარტიებს, ჩვენთვის კარგიც არის, რომ ბევრ საკითხზე და მათ შორის, წარსულის შეფასებაზე გახარიასთან ვერ ვთანხმდებით, კარგია, რომ „ლელოსთან" ვერ ვთანხმდებით ბევრ საკითხზე, მაგრამ როცა არჩევნების შემდეგ შეიქმნება რეალობა, რომ ოპოზიციამ უნდა შექმნას კოალიციური მთავრობა, სად წავლენ? ივანიშვილს ხომ არ შეუქმნიან კოალიციას?!"- განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში აუცილებელია ისეთი პოლიტიკური პლატფორმების შექმნა, რომელიც ბარიერს გადალახავს.

„ყველა ხმა რომელიც დარჩება ბარიერს მიღმა, არის დამატებით ხმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დასარჩენად. ჩვენ მართალი გითხრათ, პარტიებს არ ველოდებით, თუ იქნებიან, განვიხილავთ, თუმცა, ველოდებით ხალხს ვისთანაც მეტი ღირებულებითი საერთო გვაქვს,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო