„Taste of Georgia“ - გასტრო კონგრესი Madrid Fusión ქართველი შეფმზარეულის შესახებ პოსტს აქვეყნებს

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესის Madrid Fusión-ის Facebook გვერდი ქართველი შეფმზარეულის დავით ნარიმანიშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ქართული სამზარეულო თავისი ტრადიციებით მსოფლიოშია სახელგანთქმული. ამ წარმატების მიზეზი კი ქართული გემოს ავთენტურობის შენარჩუნებაა, რაც სამზარეულოში დიდი შრომის შედეგად მიიღწევა. შეფმზარეულმა დავით ნარიმანაშვილმა ქართული სამზარეულო და მისი ტრადიცია საერთაშორისო არეალზე ცნობილი გახადა“,- აღნიშნულია პოსტში.

დავით ნარიმანაშვილი ქართულ სამზარეულოს 29-31 იანვარს, ესპანეთში, მადრიდში, მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 წარადგენს. ღონისძიებაზე საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

„ეს ძალიან დიდი წარმატებაა, მადრიდი ევროპაში გასტრონომიულად ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ქალაქია. სულ რაღაც წელიწად ნახევარში ქართულმა სამზარეულომ აქ თავი დაიმკვიდრა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ ქართულ გასტრონომიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს“, -აცხადებს დავით ნარიმანაშვილი.

საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.

უწყების ცნობითვე, 3 დღის განმავლობაში ქართული სამზარეულო გასტრონომიის პროფესიონალთა ყურადღების ცენტრში იქნება. Madrid Fusión 2024-ზე მონაწილეობით საქართველოს გასტრონომიულ მიმართულებას მთელი მსოფლიოდან გაეცნობიან.

https://www.facebook.com/photo/?fbid=780497600781054&set=a.641268328037316

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს