საფრანგეთი ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე - ასეთი ქმედებები წარმოადგენს ერაყის სუვერენიტეტის უხეშ, მიუღებელ და შემაშფოთებელ დარღვევას

საფრანგეთი ირანს ერაყის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში ადანაშაულებს.

„ასეთი ქმედებები წარმოადგენს ერაყის სუვერენიტეტის უხეშ, მიუღებელ და შემაშფოთებელ დარღვევას და თავდასხმას მის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, ირანის ქმედებები, რომელიც ხელს უწყობს რეგიონული დაძაბულობის ესკალაციას, უნდა შეწყდეს.

ერაყის ქალაქ ერბილში განხორციელებული თავდასხმა გაერომაც დაგმო.

"მკაცრად ვგმობთ ირანის თავდასხმას ერბილში, ერაყის ქურთისტანის რეგიონში, რამაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია. ნებისმიერი მხარის თავდასხმა, რომელიც არღვევს ერაყის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, უნდა შეწყდეს", - ნათქვამია ერაყში გაერო-ს დამხმარე მისიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ერაყის ქალაქ ერბილში, აშშ-ის საკონსულოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა, რომელზედაც პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გუშაგთა კორპუსმა აიღო. მათი მტკიცებით, ბალისტიკური რაკეტების სამიზნე „ჯაშუშთა შტაბი და რეგიონის ნაწილებში ირანის საწინააღმდეგო ტერორისტულ თავშეყრები“ იყო. ქურთისტანის რეგიონული უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს