ვასო ურუშაძე - ბოლო ათი წელია, თბილისში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა პრობლემის გარეშე - ვხედავთ წერეთლის რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც გაურკვეველია როდის შეიძლება დასრულდეს

ბოლო ათი წლის განმავლობაში, თბილისში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა პრობლემის გარეშე, თითქმის ყველა პროექტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ან ვადებში გადაცდენები, ასეა დღეს წერეთლის რეაბილიტაციის პროექტიც, რომელიც გაურკვევლია, როდის შეიძლება დასრულდეს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ეს ყველაფერი განპირობებულია იმ კორუფციული ინტერესით, რომელი კორუფციული ინტერესებითაც მოძრაობს დღეს თბილისის მერია“.

„ბოლო ათი წლის განმავლობაში, თბილისში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა პრობლემის გარეშე. თითქმის ყველა პროექტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ან უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, ან ვადებში გადაცდენები და გვახსოვს გოცირიძის მეტროს „ქეისი“, დღეს ვხედავთ ბაგების ხიდის მშენებლობის მდგომარეობას თუ რა ვადების ჩამორჩენას აქვს ადგილი და ვხედავთ წერეთლის რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც უკვე გაურკვეველია როდის შეიძლება დასრულდეს“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. არსებული ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინ გამოსცა.

როგორც საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს