მამუკა ყურაშვილი - „შულერების“ პარტია მართავს დღეს ხელისუფლებას

„შულერების“ პარტია მართავს დღეს ხელისუფლებას. ვფიქრობ, რომ ეს არის წინასაარჩევნო „ტრიუკი“, რომელი „ტრიუკითაც“ აპირებენ დახვდნენ ჩვენს დამსახურებულ ვეტერანებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის მიმართულების მდივანმა, მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის დაპირებას, ვეტერანების პენსიაზე.

ყურაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, ვეტერანების „გაჭირვებით ისარგებლოს“.

„შულერების“ პარტია მართავს დღეს ხელისუფლებას. ვხედავთ, რომ თაღლითობით არიან დაკავებულები და მე ვფიქრობ, რომ ჩანაფიქრი აქვთ გადაწიონ არჩევნებისკენ, რათა ასეთი "ტრიუკით" დახვდნენ ჩვენ დამსახურებულ ვეტერანებს, რომლებსაც სისხლი აქვთ ამ ქვეყნისთვის დაღვრილი, რომლებსაც არაერთხელ ჩაუხედავთ სიკვდილისთვის თვალებში. ცდილობენ, რომ ამ ადამიანების გაჭირვებით ისარგებლონ“, - განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი