ირაკლი ფავლენიშვილი - თუ ვინმეს აქვს შემხებლობა ქართული ეკლესიის წინააღმდეგ დანაშაულებთან, ეს არის „ქართული ოცნება“

თუ ვინმეს აქვს შემხებლობა ქართული ეკლესიის წინააღმდეგ დანაშაულებთან, ეს არის „ქართული ოცნება“ - რუსი იმპერიალისტების შემდგომ, ასეთი რამ ქართული ეკლესიის და კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ჩაუდენია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველა თემას არაადეკვატურად, შუღლის გასაღვივებლად იყენებს.

„ზოგადად, ყველა თემას „ქართული ოცნება“ არაადეკვატურად, შუღლის გასაღვივებლად იყენებს, თორემ ყველამ კარგად იცის, რომ ოპოზიციას ამ კონკრეტულ თემასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია, თუმცა ზოგადად თუ ვინმეს აქვს შემხებლობა ქართული ეკლესიის წინააღმდეგ დანაშაულებთან, მათ შორის, ბოლოს წლების მანძილზე, ეს არის „ოცნება“. „ოცნების“ პირობებში მართლა განსაკუთრებულად ბევრი რამ მოხდა, მათ შორის, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, საუკუნის დანაშაულები, მაგალითად: რაც მოხდა - გელათში და ჯვრის მონასტერში. რუსი იმპერიალისტების შემდგომ, ასეთი რამ ქართული ეკლესიის და კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ჩაუდენია“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა