პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილს - მესმის, უჭირს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ყველაფერი არ უნდა იკადროთ, რაღაც უნდა დატოვოთ წმინდა და ხელშეუხებელი

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ოცნების“ ლიდერები რაღაც საეჭვოდ გაიტაცა რელიგიურმა თემატიკამ და ყოველდღე ცრუ ეპისტოლეებს ახვევენ საზოგადოებას თავს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პაპუაშვილის განცხადებას, რომ თითქოს ოპოზიცია ეკლესიაზე შეტევას ცდილობს.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ოცნება“ რელიგიურ თემატიკას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, რაც ფარისევლობა და მკრეხელობაა.

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ოცნების“ ლიდერები რაღაც საეჭვოდ გაიტაცა რელიგიურმა თემატიკამ და ყოველდღე ცრუ ეპისტოლეებს ახვევენ საზოგადოებას თავს.

პირველი, რწმენა და ღმერთი იმდენად ღრმა და წმინდა საკითხია ჩემთვის, მისი საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ფარისევლობად და მკრეხელობად მიმაჩნია, მით უფრო, როცა ეკლესიის ავტორიტეტს სიცრუისა და ცილისწამების ტირაჟირებისთვის იყენებენ.

მეორე, მესმის მათი მიზანი, მათ უნდათ ღმერთი და რწმენა ბნელი საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენონ. აქედან ნათლად ჩანს, რომ მათ არც რწმენის და არც ქრისტიანობის არაფერი გაეგებათ, რაც სავალალო და დასანანია.

მესამე - მესმის უჭირს “ქართულ ოცნებას”, მაგრამ ყველაფერი არ უნდა იკადროთ, რაღაც უნდა დატოვოთ წმინდა და ხელშეუხებელი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს