ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნორვეგია და მოკავშირეები ერთიანი პალესტინის მთავრობის კონცეფციაზე მუშაობენ

ნორვეგია და მოკავშირეები ერთიანი პალესტინის მთავრობის კონცეფციაზე მუშაობენ, - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

„ჩვენთან არაერთი ქვეყანა მუშაობს, ცდილობს ფართო ერთიანობის მთავრობა შექმნას“, - განაცხადა ესპენ ბარტ ეიდემ.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტაზე მუშაობა აქტუალური ხდება, რადგან კონფლიქტი რეგიონში ვრცელდება.

„ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ პალესტინის ერთიანობაზე ვიმუშაოთ და დაინტერესებულ ქვეყნებთან ერთად მოდელებზე ვიფიქროთ“, - აღნიშნა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, 1992-1993 წლებში ნორვეგია ისრაელსა და პალესტინის განმათავისუფლებელ ორგანიზაციას შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, რის შედეგადაც მხარეებმა 1993 წელს ოსლოს ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება