ლევან ბეჟაშვილი - თუ ახალი პოლიტიკური გაერთიანების ამოცანაა ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის მობილიზება, მისასალმებელია - თუ მიზანია „ნაცმოძრაობის“ ელექტორატის გახლეჩა, ეს იქნება წარუმატებელი

თუ ახალი პოლიტიკური გაერთიანების ამოცანა იქნება ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის მობილიზება და დაორგანიზება, მისასალმებელია - თუ მიზანი იქნება „ნაცმოძრაობის" ელექტორატის გახლეჩა, ეს იქნება წარუმატებელი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემის მომხრე არ არის და საზოგადოებას მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანი უნდა ჰქონდეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მომხრეა არ იყოს ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემა და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც შეძლონ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცენტრების შექმნა, რათა საზოგადოებას ჰქონდეს მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანის საშუალება მათი პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად. ბუნებრივია, თუ ახალი პოლიტიკური გაერთიანება შეიქმნება და მათი მთავარი ამოცანა იქნება ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის მობილიზება და დაორგანიზება, ეს იქნება მისასალმებელი. სამწუხაროდ, სხვადასხვა პარტიები დღეს მთავარ ამოცანად "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას ისახავენ და ამის საფუძველზე ელექტორალური ხმების აკრეფას, მაგრამ მთავარი ამოცანა უნდა იყოს საერთო ოპოზიციური სტრატეგიის ფარგლებში მოქმედება და საერთო გამარჯვების მიღწევა ქართველი ხალხის სასარგებლოდ. "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული კოლეგების სამომავლო გაერთიანებასთან დაკავშირებით წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, გააჩნია, რა პოლიტიკურ ამოცანას ისახავენ მიზნად. თუ ცდილობენ და ეცდებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატის გახლეჩას, ბუნებრივია, ეს იქნება წარუმატებელი, რადგან მსგავსი გამოცდილება 2016 წელს "ევროპულ საქართველოსთან" მიმართებით გვაქვს და ვხედავთ, რომ ელექტორატის გახლეჩა არ ხდება, ეს ელექტორატი არის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და გამოირჩევა საოცარი კონსოლიდაციით, იდეების და ღირებულებების ერთგულებით. შესაბამისად, თუ ისინი შეეცდებიან სხვა ოპოზიციურ ველზე დამატებით ელექტორატის მოძიებას, ე.წ. შუაშისტი ელექტორატის, მათ ექნებათ შანსი, ახალი ნიშა დაიკავონ ქართულ პოლიტიკაში,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ის, ასევე, გამოეხმაურა "ლელოს" და გახარიას გუნდის წევრების განცხადებებს, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე თანამშრომლობას საარჩევნოდ გამორიცხავენ. ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ეს განცხადებები ბუნებრივია, რადგან მათი ელექტორატი ძირითადად "ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერებისგან შედგება.

"იქნება ეს "ლელო" თუ გახარია საზოგადოებისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ჩვენი და მათი ელექტორატი აბსოლუტურად განსხვავებულია. მათი მთავარი ელექტორატია "ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერები და ისინი ცდილობენ ასეთი განცხადებებით "ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერების მიბმას. ამიტომ ასეთი განცხადებები არ ემსახურება იმას, რომ წითელი ხაზები გაივლოს ოპოზიციაში და დაპირისპირება წარმოჩინდეს, ისინი ცდილობენ ამ ელექტორატში თავიანთი იდენტობა იპოვონ და ეს განცხადებებიც ამით არის განპირობებული," - განაცხადა ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს