ანონსი  17 იანვარი

17 იანვარს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „თავისუფლების ინსტიტუტი“ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მხრიდან საჯარო ინფორმაციის დაფარვის გამო სარჩელს შეიტანს, რის შემდეგაც სასამართლოს შენობის წინ ბრიფინგი გაიმართება.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.

17 იანვარს, 10:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი საზოგადოებას საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეების განხილვის გაჭიანურების გამომწვევი მიზეზების შესახებ კვლევის შედეგებსა და რეკომენდაციებს წარუდგენს.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13

საკონტაქტო: თაკო შიუკაშვილი - 591800542; კახა წიქარიშვილი - 595 60 60 11

17 იანვარს, 11:00 საათზე, მეტროსადგურ „წერეთელთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და პარტიის წევრები, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით აქცია-ბრიფინგს გამართავენ.

თემა: „კორუფცია თბილისის მერიაში“.

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633644

17 იანვარს, 11:00 საათზე, პარტია „დროას“ წევრები ბორის ყურუა და გიგა ლემონჯავა გამართავენ ერთობლივ ბრიფინგს.

თემა: „ცესკოს 2024 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის საკითხს არ ითვალისწინებს“. მის: ლუარსაბ შარაშიძის 5, ფიქრის გორა.

17 იანვარს, 12:00 საათზე, პარტია „საქართველოსთვის“ გუნდის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „კორუფცია, კალაძე, წერეთელი“.

მის: ბელიაშვილის 68 (პარტიის ოფისი)

საკონტაქტო: ეკა გაბადაძე - 577244454

17 იანვარს, 12:00 საათზე, კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითი კვლევის შედეგებს წარადგენს, რომელიც საქართველოსთან ერთად, ევროკავშირის 22 ქვეყნის და დიდი ბრიტანეთის მონაცემებს მოიცავს. კვლევა როგორც ფიქსირებულ, ასევე, მობილურ ინტერნეტ მომსახურებებს ეხება.

მის: ქეთევან წამებულის გამზ. ბოჭორმის ქ. 50/18 (კომუნიკაციების კომისია)

საკონტაქტო: რუსკა ჭაბუკიანი - 599564220 ; ლანა ბერიძე - 595107060

17 იანვარს, 12:00 საათზე, „ლელოს“ ბათუმის ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „8-წლიანი დაუსრულებელი სამუშაოები ხულო-ზარზმის გზაზე და შეწყვეტილი ხელშეკრულებები; „სინოჰიდრო“, „ტონინი“, „მამისონი“ - კორუფციული გარიგებები მშენებელ კომპანიებსა და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს შორის“.

მის: ბათუმი, ფარნავაზ მეფის 46

17 იანვარს, 13:00 საათზე, თბილისის მერიასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და პარტიის წევრები, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით აქცია-ბრიფინგს გამართავენ.

თემა: „კორუფცია თბილისის მერიაში“.

მის: თბილისის მერია

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

17 იანვარს, 17:00 საათზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს.

თემა: კალაძის კორუფციული პროექტები.

მის: კახეთის გზატკეცილი 45ა

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო