გიგა ბოკერია - სტალინისა და მისი იმპერიის განდიდება, ცალსახა ბოროტებად არ შეფასება ჩვენი მტრის, პუტინის რუსეთის პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია

სტალინისა და მისი იმპერიის განდიდება და ცალსახა ბოროტებად არ შეფასება ჩვენი დღევანდელი მტრის, პუტინის რუსეთის პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ „პოსტს“ ეხმაურება.

როგორც გიგა ბოკერია აღნიშნავს, სტალინი და რუსეთის საბჭოთა იმპერია საქართველოს, ქრისტიანობისა და ზოგადად კაცობრიობის უდიდეს მტერსა და ჯალათს წარმოადგენდნენ.

„სტალინისა და მისი იმპერიის განდიდება და ცალსახა ბოროტებად არ შეფასება ჩვენი დღევანდელი მტრის, პუტინის რუსეთის პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გვყავს მმართველი გუნდი, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც საკუთარ პოსტში ათას სისულელეს წერს და ამ საკითხზე მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებს.

ღარიბაშვილი ამაყობს იმით, რომ სტალინი ქართველი იყო, ივანიშვილი ამბობს, რომ მის ხსოვნას უნდა გავუფრთხილდეთ, საპატრიარქო, როგორც მინიმუმ, მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებს და ისინი, ვინც ეს ხატი შესწირეს ეკლესიას, ღიად პუტინისტური პოლიტიკის გამტარებლები არიან.

ეს ხატიც სწორედ ამ კონტექსტში შესწირეს, სტალინის განდიდებისთვის და არა მისი როგორც ბოროტებად წარმოსაჩენად. ამავდროულად, ოპოზიციაშიც კი „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ამ საკითხზე მკაფიო პოზიციები არ დაუფიქსირებიათ და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მტრული შეტევები ეკლესიაზე შეთანხმებული კამპანიის ნაწილია, რაც გულისხმობს, რომ ეროვნული და რელიგიური ღირებულებები შეუთავსებელია დასავლურ ღირებულებებთან. პაპუაშვილის თქმით, ეკლესიაზე თავდასხმა არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის დამაზიანებელიც.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია