ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ  უკრაინის დახმარების საკითხი ევროკავშირსა და აშშ-ის კონგრესში უახლოეს კვირებში მოგვარდება

უკრაინის დახმარების საკითხი ევროკავშირსა და აშშ-ის კონგრესში უახლოეს კვირებში მოგვარდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მონაწილეთა კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

“ვფიქრობ, რომ ეს კვირების საკითხია. დადებითი სიგნალები მაქვს, რომ ევროპა მხარს გვიჭერს, სწორედ ევროკავშირის ქვეყნებში და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ დახმარების საკითხი მოგვარდება კონგრესში. ამის გარეშე ეს შეუძლებელია”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ამ მხრივ ბევრი სხვადასხვა დისკუსია, დიალოგი და შეხვედრა გამართა.

“ვფიქრობ, რომ ტყუილად არ ვკარგავთ დროს. ჩვენთვის ასე ძვირფას დროს. ვინაიდან მნიშვნელოვანია ჩასვლა, პარტნიორებთან საუბარი, შეხვედრები, მაგრამ ამის მიუხედავად, არის სამხედრო დროის პრიორიტეტები და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების ძალიან დადებითი რეაქცია იქნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშირისა და მსოფლიო სავალუტო ფონდის წინადადებებსა და მათთვის მიცემულ დაპირებებს უფრო სწრაფად ასრულებს, ვიდრე ომამდე, “ვინაიდან უკრაინამ ომის დროს აჩვენა, რომ შეუძლია ძლიერი იყოს და სახელმწიფოს რეფორმირება მოახდინოს”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს