მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, რობინ დანიგანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კომიტეტისა და საელჩოს შორის თანამშრომლობის კარგ გამოცდილებაზე და მის ფარგლებში მომზადებულ ერთობლივ პროდუქტებზე.

ამასთან, აღნიშნულია, რომ მიხეილ სარჯველაძემ მიმოიხილა უკანასკნელ პერიოდში, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები.

მანვე ისაუბრა კომიტეტის პრიორიტეტებზე და საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობაზე.

„საუბარი შეეხო საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. მხარებმა მიმოიხილეს ამ მიმართულებით უკვე მიღწეული პროგრესი და ისაუბრეს 9 პრიორიტეტის განხორციელების დღის წესრიგზე. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა არსებულ მოტივაციას და მზაობას, რაც ითვალისწინებს პრიორიტეტების მუშაობის ინტენსიურ პროცესს გამჭვირვალობისა და მონაწილეობითი პრინციპების დაცვით. თავის მხრივ, რობინ დანიგანმა კომიტეტის თავმჯდომარეს მიულოცა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება და გამოხატა თანადგომა შემდგომი რეფორმების გატარების პროცესში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებისა და განვითარებისთვის საჭირო ორმხრივი მზაობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი