უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ყველა გამშვებ პუნქტზე ბლოკადა მოიხსნა

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ყველა გამშვებ პუნქტზე ბლოკადა მოიხსნა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, მათ პოლონელმა კოლეგებმა შეატყობინეს, რომ 16 იანვარს კიევის დროით 20 საათზე პოლონელი გადამზიდველების საპროტესტო აქცია “დოროჰუსკ - იაგოდინის” სასაზღვრო პუნქტზე დასრულდა.

საზღვარზე სატვირთო ტრანსპორტის ორივე მიმართულებით გაფორმება და გაშვება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ამგვარად, პოლონეთის მხრიდან უკრაინის საზღვრის ბლოკადა ამ მომენტისთვის სრულიად მოხსნილია.

ცნობისთვის, აქამდე ცნობილი გახდა, რომ პოლონელმა გადამზიდველებმა მთავრობასთან ზოგიერთ პუნქტზე შეთანხმებას მიაღწიეს და პროტესტი 1 მარტამდე შეაჩერეს. 16 იანვარს, მოძრაობა “კრაკოვეცი” და “რავა-რუსკაია” სასაზღვრო პუნქტებზე გაიხსნა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება