ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული საფეხმავლო ხიდი რეაბილიტირდა

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული ხის საფეხმავლო ხიდი რეაბილიტირდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რეაბილიტაციამდე უმძიმეს მდგომარეობაში არსებული ხიდით სარგებლობა დღეს უკვე უსაფრთხოა.

„ახლახან დასრულდა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე ხის საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა განახლებას. ეს კონსტრუქცია იყო სავალალო მდგომარეობაში. ამიტომ, გამოიცვალა ყველა დაზიანებული დეტალი და განახლდა მთლიანად კონსტრუქცია. სამუშაოები უკვე მთლიანად დასრულებულია და დღეს ხიდი ყველანაირად უსაფრთხოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს