გურამ მაჭარაშვილი - ვიდრე ოპოზიცია ჩინეთთან ურთიერთობებზე დაიწყებს საუბარს, მანამდე აშშ-ს პრეზიდენტს, შვეიცარიის სახელმწიფოს მეთაურს, ევროკავშირის ხელმძღვანელობას გადაურეკონ და განცხადებები ამის შემდეგ გააკეთონ

ვიდრე ოპოზიცია ჩინეთთან ურთიერთობებზე დაიწყებს საუბარს, მანამდე აშშ-ს პრეზიდენტს, შვეიცარიის სახელმწიფოს მეთაურს, ევროკავშირის ხელმძღვანელობას გადაურეკონ და განცხადებები ჩინეთზე ამის შემდეგ გააკეთონ, - ეს განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, „შუა დერეფნის“ პოლიტიკიდან გამომდინარე საქართველოს არჩევანი და ჩინეთთან ახლო ურთიერთობების განვითარება ბუნებრივია.

„რადიკალური ოპოზიცია ვერც კი ხვდება, რა განცხადებებს აკეთებს ამ თემაზე. მაშინ როდესაც ჩინეთთან ურთიერთობების გამყარებას აშშ-ში ცდილობს, შვეიცარიამ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმება უკვე გააფორმა და ევროკავშირი ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს, ამ დროს ოპოზიციის აზრით, საქართველო ჩინეთს უნდა გაებუტოს. ეს არის მათი პოლიტიკური უსუსურობა. ჩინეთი კი არ შემოდის, არამედ უკვე შემოვიდა მსოფლიო პოლიტიკაში ერთ-ერთ მძლავრ სახელმწიფოდ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს