გიორგი კეკელიძე „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ დირექტორისგან შემოთავაზება ეროვნული ბიბლიოთეკიდან წამოსვლისთანავე მიიღო.

„დღეს საბოლოო შეხვედრა გაიმართა „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ დირექტორთან, რომელთან ერთადაც შევთანხმდით იმ გეგმებზე, რომელიც გვექნება ამ კომპანიის გარე აქტივობების მიმართულებით. ეს გულისხმობს „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას“, რაც თავის მხრივ არის სოფლის ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგება; სხვადასხვა ტიპის თემატური ლექციების, სემინარების ჩატარება; ლიტერატურული პრემიების დაარსება და ძალიან ბევრი რამ, რომელსაც ეტაპობრივად გაგაგებინებთ“,- განაცხადა კეკელიძემ.

გიორგი კეკელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა და უთხრა, რომ უნდა წავიდეს დაკავებული თანამდებობიდან, „რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად მუშაობდა და განახლების დროა“. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ძალიან დიდი უსამართლობაა“. შალვა პაპუაშვილის განცხადებით კი, ეს არის საკადრო გადაწყვეტილება და დამატებით კომენტარს და განმარტებას ამ საკითხზე არ აპირებს. კითხვაზე, გაათავისუფლეს თუ არა კეკელიძე პოლიტიკური ნიშნით, პაპუაშვილი პასუხობს, რომ "ეროვნულ ბიბლიოთეკას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან და არც უნდა ჰქონდეს."

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის