კოკა კაციტაძემ  ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პეტრ კუბერნატს უმასპინძლა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში პეტრ კუბერნატთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა დიპლომატს სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები და ამოცანები გააცნო.

კოკა კაციტაძემ ხაზი გაუსვა, საქართველოს პარლამენტთან ერთად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გაწეულ სამუშაოს ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად, უწყების გაძლიერების და მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. სამსახური აქტიურად არის ჩართული მისი ფუნქციური და ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართულ ყველა პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში, აღინიშნა საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექტორატის (GIBS) ერთობლივი მონაწილეობა დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოთა საერთაშორისო ქსელებში. განხილულ იქნა კოლეგა უწყებებს შორის სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობები.

კოკა კაციტაძემ ელჩს ნაყოფიერი დისკუსიისთვის და სამომავლო თანამშრომლობის მზაობისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი სოფო ჭარელი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს